რუსი პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნის გამო, ყოფილ “ვაგნერელს” პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში, როსტოვის რეგიონულ სასამართლოში, დაჯგუფება “ვაგნერის” ყოფილ წევრს, პაველ ნიკოლინს 6-წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სასამართლომ 18 დეკემბერს მიიღო.
ნიკოლინი დამნაშავედ ცნეს, გასულ წელს, პოლიციელების ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიჭრა.
ნიკოლინი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ რუსი პოლიციელები უკრაინელ სამხედროებში შეეშალა და ცეცხლიც ამიტომ გაუხსნა.
39 წლის ნიკოლინი დაჯგუფება “ვაგნერის” წევრი გასული წელს გახდა. მანამდე ის ბაშკორტოსტანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე ის უკრაინაში საომრად გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)