დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებები „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ ერთად ატარებენ მარათონს პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. მარათონი „შენ მარტო არ ხარ“ 12 ივნისს, დილიდან დაიწყო. მისი მიზანია პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულების და მათი ოჯახების დახმარება
აქციის ორგანიზატორებს შორის არიან რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემები „მედიაზონა“ და „მედუზა“ და ტელეარხი „დოჟდი“.
„მედუზას“ ვებსაიტზე წერია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშატაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში 900-ზე მეტ ადამიანს აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, ხოლო რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ 9500-მდე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
მარათონი იმართება თავისი სამოქალაქო პოზიციის გამო დაზარალებულების, პირველ ყოვლისა, პატიმრობაში მყოფთა მხარდასაჭერად.
პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად მსგავსი აქცია ჩატარდა 2023 წელსაც. მარათონის მსვლელობისას შეგრეოვდა დაახლოებით 40 მილიონი რუბლი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილი გადაურიცხეს პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს და რეპრესიების გამო რუსეთიდან გაქცეულ აქტივისტებს. ნაწილი მოხმარდა ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას და ადვოკატების მომსახურებას.