რუსი მილიარდერები, რომლებიც ყველაზე მეტად გაღარიბდნენ

Forbes-ის ცნობით, ყველაზე გაღატაკებულ რუს მილიარდერად ალექსანდრე მამუტი დასახელდა. ერთ წელიწადში მან თავისი ქონების 40% დაკარგა.

ამჟამად ბიზნესმენის კაპიტალი 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2019 წელს კი ის 2,5 მლრდ დოლარი იყო.

რეიტინგში მეორე ადგილზე VkusVilla-ს დამფუძნებელი ანდრეი კრივენკო გავიდა. მისი კაპიტალის შეფასება წლის განმავლობაში 29%-ით 1,5 მლრდ დოლარამდე დაეცა. მეწარმემ კომპანიის აქციების თითქმის 20% ტოპ-მენეჯერს გადასცა.

სამეულს ხურავს FixPrice-ის ქსელის თანადამფუძნებელი არტემ ხაჩატრიანი, რომლის ქონება 2023 წლის ბოლოს 24%-ით 1,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის კაპიტალი დატოვა და აქციების ბლოკი გაყიდა.

ყველაზე ღარიბი მილიარდერების ტოპ-10-ეულში ასევე მოხვდნენ VSMPO-Avisma-ს აქციების საკონტროლო წილის მფლობელი მიხაილ შელკოვი, FixPrice-ის თანადამფუძნებელი სერგეი ლომაკინი, ბიზნესმენი ივან სავვიდი, Eurochem-ის დამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო და Wildberries-ის მფლობელი ტატიანა ბაკალჩუკი .

ასევე დაგაინტერესებთ