რუსი დისიდენტების ნაწილი ციხეებიდან გაუჩინარდა

რუსეთის ციხეებში მყოფი კრემლის ზოგიერთი კრიტიკოსის ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება ცნობები, რომ ში სრულმასშტაბიანი ომის დაწეყების შემდეგ დაპატიმრებული რამდენიმე ოპოზიციონერი და დისიდენტი მათი პატიმრობის ადგილიდან სხვაგან გადაიყვანეს. ზოგიერთი აქტივისტის აზრით, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დასავლეთთან პატიმართა გაცვლის თაობაზე გარკვეული შეთანხმება ან უკვე მიღწეულია ან მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა.
მართალია, ს ხელისუფლება ისედაც იშვიათად ან საერთოდ არ ატყობინებს ახლობლებს პატიმრების სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ ბოლო დღეებში გაუჩინარებული რამდენიმე პატიმრის ამბის და გამოცდილების მსგავსება მაინც უჩვეულოა. ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი “სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს”.
მთავრობის მოწინააღმდეგე სულ მცირე 7 პატიმრის ადგილსამყოფელია ახლა უცნობი. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ოლეგ ორლოვი და უცხოურ მთავრობასთან თანამშრომლობაში ბრალდებული დანილა კრინარი.
ასევე გაუჩინარდნენ გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე კევინ ლიკი, ვისაც ღალატი ედებოდა ბრალად, ოპოზიციონერი აქტივისტი ლილია ჩანიშევა და კსენია ფადეევა და ომის მოწინააღმდეგე მსახიობი საშა სკოჩილენკო.
ყველა მათგანს რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით საშიშ ექსტრემისტებად მიიჩნევდა. დასავლეთში კი მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან.
“ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ეს კარგი [ამბის] ნიშნებია”, – ამბობს ივან პავლოვი, ადამიანის უფლებათა ადვოკატი, რომელმაც რუსეთი დატოვა და ში ცხოვრობს. “ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებამ ისინი საპატიმროებიდან იმისთვის გადაიყვანა, რომ ერთ ადგილას მოუყაროს თავი და გაცვლისთვის მოამზადოს”, – ამბობს ის.
პავლოვი, რომელიც ქვეყანაში “უცხოეთის აგენტადაა” მიჩნეული, ამბობს, რომ პატიმრებს სავარაუდოდ მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანდნენ. პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ოფიციალურად ისინი ჯერ უნდა შეიწყალოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ მათი ტრანსპორტირება ევროპაში, დანიშნულების ადგილამდე. პავლოვის აზრით, ეს გერმანია შეიძლება იყოს.
ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უჩვეულოდ სწრაფად გამოიტანა – მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის მიმართ, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი და 16 წელი მიუსაჯეს და ალსუ კურმაშევას, “რადიო თავისუფლების” რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორივე მათგანი და მათი დამსაქმებლები ბრალდებებს უარყოფენ.
უცნობია, სად იმყოფება პოლ უელანიც – ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი. ოთხშაბათს სააგენტო “როიტერს” მისმა ადვოკატმა უთხრა, რომ ის საპატიმრო დაწესებულებაში აღარაა. ოლგა კაროლვა ამბობს, რომ კოლინიის ადმინისტრაციას მისი ადგილსამყოფელის გარკვევის მოთხოვნით მიმართა.