რუსთემ უმეროვი: უკრაინისა და -ის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

-ში დაიწყო უკრაინული დელეგაციის შეხვედრა ამერიკელ წარმომადგენლებთან, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო საკითხებზე არსებულ სადავო თემებს ეხება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსთემ უმეროვმა, საკუთარ Telegram-არხზე გაავრცელა.

„ვიმყოფები მუდმივ კავშირზე უკრაინის პრეზიდენტთან. არსებობს მკაფიო დირექტივები და პრიორიტეტები – უკრაინული ინტერესების დაცვა, საგნობრივი დიალოგი და წინსვლა ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე,“ – დაწერა მან.

უმეროვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული დელეგაცია მუშაობს „ნამდვილი მშვიდობის“ და „გარანტირებული უსაფრთხოების“ მისაღწევად. ოფიციალური პირის თქმით, დელეგაცია დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს პრეზიდენტს წარუდგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა