რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში ცოლისა და ცოლის დედის მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ადამიანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.” – წერს უწყება.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” და “ლ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.” – წერს .