რუსთავში შვილმა დედას სცემა. “ინფო რუსთავის” ცნობით, კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე კაცსა და 70 წლამდე ქალს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ შვილმა დედას სცემა.
მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შვილი ბრალდებულის სახით დააკავა.




