რუსთავში, ქმარმა ცოლი დაჭრა

35 წლამდე ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას