რუსთავში, სუპერმარკეტის კონსულტანტის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 2010 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
მათი ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – 2003 წელს დაბადებულ ლ.კ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – 2003 წელს დაბადებულ ლ.კ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია