რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ბინები ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გაქურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები დაკეტილ ბინებში სხვადასხვა საშუალებებით აღწევდნენ და უმოკლეს ვადაში გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულები სამართალდამცველებმა დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით