რუსთავში დაიწვა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა – მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს (ვიდეო)

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან (ე.წ. ახალ ხიდთან), “ბეემვე”-ს მარკის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს