დაიწყო სუპერლიგაში გადასასვლელი გადამწყვეტი ეტაპი – “ა” ლიგის პლეი ოფი, რომელშიც რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, რაც ავტომატურად სუპერლიგის საგზურის მოგებას ნიშნავს.
რეგულარული ჩემპიონატის მიერ გამოვლენილი 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალებში დაწყვილდა. პირველზე გასული რუსთავი მეოთხეადგილოსან თელავის ბურჯს დაუპირისპირდა, ხოლო კასპის გრიფინი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს. აღნიშნულებიდან ჯერ რუსთავი-თელავის წყვილის საპლეიოფო სერია დაიწყო. ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდეა, ხოლო ფინალი – სამამდე.
რუსთავმა სპორტის ახალ სასახლეში უმასპინძლა თელაველებს
და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 102:93 (სტატისტიკა) დაამარცხა. თელავმა სუსტად კი დაიწყო და თავიდან 15 ქულითაც ჩამორჩა, თუმცა შემდეგ კახელებმა თამაში გამოასწორეს და გუნდური გარჯით ჩამორჩნა ხომ შეამცირეს, მეორე პერიოდის მიწურულს 6 ქულითაც დაწინაურდნენ.
რუსთაველებს აფეთქება სჩვევიათ, განსაკუთრებით, საკუთარ დარბაზში, სადაც უსწრაფესი სპურტით შეუძლიათ ნებისმიერი ჩამორჩნის გაბათილება. სწორედ ასე მოხდა ამჯერად – რუსთავი 40:46 აგებდა, პერიოდის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩბებოდა, თუმცა კემდინ კარფმანის, ნიკა ჯაიანის, დომინიკ კეისის და განსაკუთრებით, კევონ ვოილსის შედეგიანობით დიდ შესვენებაზე მასპინძლები უკვე 56:51 იგებდნენ. მეორე პერიოდის ბოლო 2 წუთი გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთავმა 11:5 მოიგო და ამის შემდეგ აღარც ჩამორჩენილა.
მეორე პერიოდში რუსთაველებმა მეტოქეს წამოწევვის საშუალება არ მისცეს, თუმცა თელაველები ბოლომდე ინარჩუნებდნენ შანსს. დავით ლორიას სამქულიანებით, გუგა პატაშურის ძალისმიერი გარღვევებით, დომინიკ კეისის ფარზე დომინაციითა და ზოგადად, გუნდური თამაშით, რუსთავი გამარჯვებამდე დაძაბულობის გარეშე მივიდა და ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულებს დომინიკ კეისმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 17-17 ქულა კევონ ვოილსმა და ქემდინ კარფმანმა მიითვალეს. გუგა პატაშურის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. 8-8 ქულა ჰქონდათ ლუკა გიორგაძეს და დავით ლორიას. თელავის გუნდში საუკეთსო იყო კეილან თორნთონი, რომელმაც 23 ქულა და 9 პასი მოაგროვა. 25 5 ქულა დაგროვდა რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე, ხოლო დილონ იავეიმ 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი თელავში – 27 მარტს გაიმართბა. თუ ბურჯი სერიას გაათანაბრებს, გადამწყვეტ შეხვედრას, 2 აპრილს რუსთავი უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში სერია 24 მარტს დაიწყება: გრიფინი კასპში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლებს.
