რუსთავი 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია – სხდომის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს, ამჯერად, “ნაცმოძრაობა” და “საქართველოსთვის” დაუპირისპირდნენ

რუსთავის თვითმმართველობაში დღეს დაწყებული ხმაურიანი სხდომა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დაპირისპირებით დასრულდა. სწორედ ამ ორ პარტიას აქვს უმრავლესობა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში, სადაც ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. დღემდე ორივე პარტია მიიჩნევდა, რომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული და ბიუჯეტს ხმას არ აძლევდა. თუმცა, დღეს პარტიამ “საქართველოსთვის” 2024 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.
ხმაური რუსთავის საკრებულოს დერეფნებში სხდომის დასრულების შემდგე დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჯერ მედიას, შემდეგ კი ერთმანეთს დაუპირდაპირდნენ. “ნაციონალურ მოძრაობის” წევრების გაღიზიანება გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც, მოულოდნელად, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს.

19 მომხრე 16 წინააღმდეგი – გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ხმათა ამ რაოდენობით გაფორმდა. რუსთავის საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
“ქართულ ოცნებასთან” ერთად, ბიუჯეტის პროექტს მხარი გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. საკუთარი გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კონკრეტული არგუმენტით ახსნეს – ქალაქში კრიზისის შექმნისგან თავის არიდება.
ბიუჯეტის მხარდაჭერა მორიგი კონფლიქტის მიზეზი გახდა – ამჯერად – ოპოზიციურ პარტიებს შორის. ისმოდა ბრალდებები – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიორგი გახარიას გუნდი “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში დაადანაშაულა.
ბრალდებები სხდომის დასრულების შემდეგაც ისმოდა. მედიასთან “ნაციონალურის მოძრაობის” წარმომადგენელმა თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან არსებობდა შეთანხმება, რომელიც ბიუჯეტის მსგავს პრინციპულ საკითხებზე ერთიან პოზიციაზე ყოფნას გულისხმობდა. ფაქტს მეორე მხარე უარყოფს.
შედეგი უკვე დადგა – მრავალთვიანი ხმაურიანი სხდომების, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიუხედავად, რუსთავი 2024 წელს ახალი ბიუჯეტით ხვდება. მერისთვის ოპოზიციის მხრიდან ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის არ დამტკიცება რუსთავის პარალიზების მცდელობა იყო.
2023 წელთან შედარებით, რუსთავის ბიუჯეტი 2024 წელს 25 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი, მთლიანი მოცულობა კი 112 მლნ ლარზე მეტია. პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ