„რუსთავის ფოლადი” 150 თანამშრომლის გაფიცვის კანონიერებას აფასებს – როგორია კომპანიის პოზიცია?

„რუსთავის ფოლადმა“ კომპანიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია სამართლებრივ შეფასებას ატარებს 150 თანამშრომლის მიერ მუშაობის შეჩერების კანონთან შესაბამისობის დასადგენად.
საქმე ისაა, რომ კომპანიის 150-მა თანამშრომელმა მუშაობა 22 მარტს შეაჩერა. მოთხოვნებს შორის ხელფასის 500 ლარით მატებაა.
კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ეს დასაქმებულების 15%-ზე ნაკლებია. ასევე აცხადებენ, რომ არ ითანამშრომლებენ მათთან, ვინც შანტაჟის და მუქარის ენით ესაუბრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ