რუსთავის საკრებულოს წევრი ნინო სულაძე „ლელოს“ შეუერთდა

რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ნინო სულაძე „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ რუსთავის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება.
„ჩვენ გვიერთდება წარმატებული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რუსთავის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, განათლების მაგისტრი, ნინო სულაძე, რომელმაც თავისი საქმიანობით თავი დაამახსოვრა რუსთაველებს. იგი გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ხედვით და მისი შემოერთება „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რუსთავის საკრებულოში კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ რუსთაველების ყველა საჭირბოროტო საკითხი მაქსიმალურად იყოს მოგვარებული, მაქსიმალურად ყურადღებით და მოკლე ვადებში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, ნინო სულაძე რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?