რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ . აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.
აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.
უწყვეტი პროტესტის 205-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }