რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “დანიშნეთ , არ გავჩერდებით”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 85-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას