რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
ტროტუარზე მდგომ დემონსტრანტებს პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მისცა და მათ საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პოლიციის ავტომობილის წინ დროშებით დადგნენ. ამის შემდეგ საპოლიციო ეკიპაჟმა პარლამენტის წინა ტერიტორია დატოვა.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია