რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს დროშები, რადგან მარშის ლოზუნგი იყო – „დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის”.
„დიდება გმირებს!“ „გამარჯვება უკრაინას!” გამარჯვება საქართველოს!”- სკანდირებენ მარშის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 86-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას