რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ სიხშირეს ახშობენ. ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა უჭირთ. ტრანსლირება ხარვეზების ფონზე მიმდინარეობს, რადგან შეფერხებებით მუშაობს ჩართვის აპარატები.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება. პარალელურად, “ოცნება” იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს განიხილავს, თუმცა დარბაზში თითქმის აღარ იმყოფებიან ოპოზიციონერები. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისინი ეტაპობრივად, დარბაზიდან გააძევა.