რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 50-ე დღეს კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობის პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მედიის წარმომადგენლები დაკავებული ჟურნალისტის – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია