რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე არ იყო მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო გზის გადასაკეტად.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 – ლარიანი ჯარიმა.
პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არასად სამართალი!”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ