რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარტია „გახარია – საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს.

„დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.

გავრცელებული კადრების მიხედვით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

„პუბლიკა” ეცდება -სთან ინფორმაციის დაზუსტებას.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.

ასევე დაგაინტერესებთ