რუსთაველის გამზირზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, რომ სცენის დამონატაჟების პროცესი დაეწყოთ.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებს სცენის აპარატურის დამონტაჟებასთან დაკავშირებით 12:00 საათზე მიმართეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნებართვისთვის დრო განზრახ გაწელეს.
შეგახსენებთ, აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი . ცნობილია, რომ სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო