რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს – პარლამენტთან შეკრებილებს ფილარმონიიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდამჭერები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად „ფილარმონიიდან“ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, საიდანაც „თავისუფლების მოედანზე“ გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.
შეგახსენებთ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 240 დღეზე მეტია უწყვეტად იკრიბებიან მოთხოვნით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება