რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მომიტინგე, შუშანა მაცაბერიძეს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მომიტინგე, შუშანა მაცაბერიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მაცაბერიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000- ლარიანი სახდელი დაეკისრა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.