რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია რუსთაველზე მყოფი აქტივისტების ტურისტთან დაპირისპირება იმ მოტივით, თითქოს მამაკაცი რუსი იყო. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა. “ცოტა გაოგნებული და ძაან გაბრაზებული ვარ. რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50/60 კაცი ჯოგად მოდის, აქციის მონაწილეები. უმეტესობა მათგანი ან მთვრალი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყვირიან, იგინებიან, იფურთხებიან…
მომენტალურად ერთ-ერთმა ( ნაცმოძრაობის აგრესიული წევრია, სახელს და გვარს გავიხსენებ და პოსტს განვაახლებ ) დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის… ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ. პატრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მალევე განარიდა არაფხიზელ ბრბოს, რომელიც მზად იყო ეს ახალგაზრდა კაცი ჩაექოლათ. მივედი ამ ბიჭთან რომელიც გათეთრებული იყო სახეზე შიშისგან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი, რომელიც საქართველოში ღირსშესანიშნაობების სანახავად არის ჩამოსული. გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით – დღეს ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის, ყველა ნარკომანი, ლოთი, ბომჟი და უსამშობლო ნაძირალაა. მადლობა ღმერთს და პოლიციას, რომ უბედურება ავიცილეთ თავიდან და იქვე არ ჩაქოლეს ამერიკის მოქალაქე ოპოზიციის რადიკალურმა ბრბომ!!!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში