რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში თბილისის დროით 13:30 დაიწყება

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც შუამავლობას თურქული მხარე გაუწევს, სტამბოლში თბილისის დროით 13:30 დაიწყება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში მდებარე თურქეთის პრეზიდენტის, ს რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. მანამდე ერთმანეთს თურქეთის, ვაშინგტონისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდებიან.
როგორც რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, ისინი უკრაინულ მხარეს სტამბოლში დილიდან დაელოდებიან.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ანკარაში უკრაინის პრეზიდენტის, სა და თურქეთის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.