რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება: ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლის 19 მაისს აღდგა. ერთი წლის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს. ისინი რეისების რაოდენობას ეტაპობრივად ზრდიან.
„რადიო თავისუფლების“ დათვლით, ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 401 რეისის შესრულება იგეგმება.
დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით:
· Red Wings – 153
· Azimuth – 145
· „ჯორჯიან ეარვეისი“ – 103
„ჯორჯიან ეარვეისი“ ივნისში თბილისიდან მოსკოვში დღეში სამჯერ იფრენს (ერთი მიმართულებით ჯამში 90 ფრენა), თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში კვირაში სამჯერ (ჯამში 13 ფრენა).
Red Wings გეგმავს შეასრულოს ფრენები თბილისში სოჭიდან (30 ფრენა ერთი მიმართულებით), ჟუკოვსკიდან (29), ეკატერინბურგიდან (17), სანქტ-პეტერბურგიდან (15), ყაზანიდან (9), სამარიდან (8); ბათუმში მოსკოვიდან (30), სანქტ-პეტერბურგიდან (6), სამარიდან (3); ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან (6). ივლისიდან იგეგმება ეკატერინბურგი-ს პირდაპირი ფრენის დამატება.
Azimuth მოსკოვიდან თბილისში ყოველდღე 2 ან 3 რეისს ასრულებს, ივნისში სულ 81 რეისია დაგეგმილი, რასაც ემატება ფრენები თბილისში მინვოდიდან (22), სანქტ-პეტერბურგიდან (13), სოჭიდან (8), უფიდან (4); ასევე მოსკოვიდან ბათუმში (17).
პირდაპირი ფრენებისთვის ავიაკომპანიებს ნებართვის მიღება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან სჭირდებათ. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფრენების განრიგი უწყების ვებ-გვერდზე ქვეყნდებოდა, ახლა ეს ინფორმაცია საჯარო აღარ არის.
„რადიო თავისუფლებამ“ 8 აპრილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სააგენტოს წერილით მიმართა. 20 მაისის 18:30 მდგომარეობით, ამ წერილზე პასუხი უწყებისგან არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
სიახლეები რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ფრენების დანიშვნაზე არ ქვეყნდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში. ინფორმაციას თავად ავიაკომპანიები აქვეყნებენ. მაგალითად, 17 მაისს Red Wings-მა მომხმარებლებს სანქტ-პეტერბურგიდან და სამარიდან ბათუმში რეისების დანიშვნის შესახებ აცნობა.
· საქართველოში ფრენებს ის რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ, რომლებიც არ არიან სანქცირებული დასავლეთის მიერ. ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ სანქციები შესაძლოა დაუწესდეს ქართულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურებიან, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა ამ ეტაპზე არ ამოქმედებულა.
· -ს გარდა, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ევროკავშირის ქვეყნები და . კიევმა სანქციები დაუწესა „ჯორჯიან ეარვეისს“ და მის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს