რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაზარდეს

რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ასაკი 18-30 წელი იქნება. აქამდე მოქმედებდა წესი, რომლითაც ჯარში 18-დან 27 წლამდე იწვევდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 25 ივლისს მიიღო. თავდაპირველად სავალდებულო სამხედრო სამსახურის როგორ ზედა, ასევე ქვედა ზღვრის გაზრდა იგეგმებოდა, ანუ ის 21-30 წლამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ზედა ზღვარი დუმამ გაზარდა, ხოლო ქვედა – არა.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა დამატებით 2 მლნ-მდე ადამიანს შეეხება. ანუ თუ ახლა გაწვევა 6,8 მლნ ადამიანს ეხება, ახალი წესის მიხედვით, ის 9,14 მლნ-ს შეეხება.
კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება