რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის რეგიონში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა მძევლად დაწესებულების ორი თანამშრომელი აიყვანეს.
“დაწესებულება განაგრძობს ჩვეულებრივად მუშაობას, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა” – წერია ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
RIA Novosty-ს მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძევლები ექვსმა პირმა აიყვანა, მათ შორის რამდენიმეს ბრალდებით არის დაკავებული.