რუსეთში ძლიერი შტორმის შედეგად 1.9 მლნ-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – BBC

რუსეთის შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ძლიერი შტორმია. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო 1.9 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება. ამის შესახებ BBC წერს.
განსაკუთრებით რთული ვითარება კრასნოდარისა და როსტოვის მხარეებშია. სტიქიურ უბედურებას ქვეყანაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერმა შტორმმა დააზიანა უკრაინის შავიზღვისპირა რეგიონიც, სადაც 2 000-ზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი ქარიშხალი იყო ს მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც. გამოცემა ასევე წერს, რომ შავ ზღვაში შტორმის შედეგებს რეგიონის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო, ებრძვიან.