რუსეთში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი

ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ან-22 დღეს, 9 დეკემბერს ჩამოვარდა დაუსახლებელ ადგილას, სადაც სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა „ეკიპაჟის ბედის დასადგენად“. ს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თვითმფრინავი „ჩატარებული რემონტის შემდგომი შემოფრენისას“ ჩამოვარდა. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, სამინისტროს არ უთქვამს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა უვოდის წყალსაცავის რაიონში ჩამოვარდა.
რუსეთი ან-22 ტიპის თვითმფრინავებს იყენებს დიდ მანძილზე მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და საჰაერო დესანტის გადასხმის მიზნითაც.
ივანოვოს ოლქში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს.
ფორუმი