რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ტელეარხ “დოჟდის” წამყვანის, ანა მონგაიტის წინააღმდეგ, მუხლით, რომელიც მიემართება რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ცნობების” გავრცელებას.
ამ ინფორმაციას ავრცელებს “რია ნოვოსტი”, რუსეთის სამართალდამცავებზე დაყრდნობით. ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ სისხლის სამართლის საქმე 18 ივლისს აღიძრა და ამის საბაბი იყო მონგაიტის პოსტები ოდესაზე რუსეთის არმიის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შესახებ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ასევე “ყალბი ცნობების გავრცელების” მუხლით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა “დოჟდის” კიდევ სამი ჟურნალისტის წინააღმდეგ – ეკატერინე კოტრიკაძის, ვალერია რატნიკოვას და ტიხონ დზიადკოს მიმართ. სამივე მათგანი ასევე ექვემდებარება სამართლებრივ დევნას ე.წ.”უცხოეთის აგენტების” კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
ფორუმი
