რუსეთში, ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა – მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია. ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში შესაძლოა 4 ათასამდე კერძო საცხოვრებელი და კორპუსი მოხვდეს, რომლებშიც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია ექვსი დროებითი განსახლების ცენტრი.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, კაშხლის გამაგრებაზე მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.