რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს კვლავ ამკაცრებენ

რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი კიდევ მკაცრდება. სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ უკვე პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება შესაძლებელი. აქამდე ამ პირების მიმართ სამართლებრივი დევნა სამართალდარღვევიდან 2 წლის განმავლობაში ხდებოდა.
კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი 15 ივლისს უყარეს და ინიციატივას მხარი 342 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო.
ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს ეხება, რომელიც „უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდებას“ ეხება, რომლის მიხედვითაც სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)