რუსეთში უკან მონანიებით დაბრუნებულები, უნდა მივიღოთ – კირილე

რუსეთმა არ უნდა უკუაგდოს ისინი, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის მერე იდეური მოსაზრებით დან წავიდნენ, თუ ისინი დაბრუნდებიან „იმის გაცნობიერებით, რომ მართლაც შეცდომა დაუშვეს“.
ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ საშობაო ინტერვიუში, როცა ში ომის გამო რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებზე ილაპარაკა.
„თუ იმ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და სადღაც მის წინააღმდეგაც ილაპარაკეს, დაბრუნდნენ იმის გაგებით, რომ მართლაც შეცდომა დაუშვეს, სამშობლომ ისინი არ უნდა უკუაგდოს. თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა. კირილმა გაიხსენა „უძღები შვილის დაბრუნების“ ბიბლიური ამბავი და თქვა, რომ მათ შორის, ვინც სამშობლო დატოვეს, „არიან ღირსეული ადამიანები, ვინც შეცდა, შეშინდა, ან მართლა შეეცადა ცხოვრებაში მყუდრო ადგილის მოძებნას, მაგრამ შერცხვა“.
რუსეთის მთავარმა სასულიერო პირმა ხაზი გაუსვა, რომ დაბრუნებულებს „შეიძლება შეეხოთ სამართალდაცვის სფერო,“ მაგრამ მისი თქმით, ეს უკვეა „აღარ ეხება სასულიერო პირებს“.
კირილე უკრაინასთან ომში მხარს უჭერს კრემლის პოზიციას და შეჭრის მიზეზებს ამართლებს. მას არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა ათეულ ათასობით მოქალაქემ. მოსკოვი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. Forbes-ის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსეთიდან წავიდა 700 ათასი მოქალაქე, მათი ნაწილი საქართველოშია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იმოწმებს საქსტატის მონაცემებს, რომ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.
2022 წელს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის თითქმის სამი მილიონი მოქალაქე ჩავიდა, რომლის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, 2022 თებერვლიდან 2023-ის ოქტომბრამდე რუსეთი დატოვა ამ ქვეყნის 800 ათასმა მოქალაქემ. სამშობლოში უკან დაბრუნდა მათი 15%.

ასევე დაგაინტერესებთ