რუსეთში ტუაფსეს პორტს სამხედრო დრონებით დაესხნენ თავს

რუსეთში ქალაქ ტუაფსეს პორტს სამხედრო დრონებით დაესხნენ თავს.
ტუაფსეს მუნიციპალური ოკრუგის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ სამხედრო დრონების გამო ქალაქის მოსახლეობის გამაფრთხილებელი განცხადებები გაავრცელა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ საფრთხე განეიტრალებულია.
უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ტუაფსეს პორტი რუსეთისთვის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პორტში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობბაზა მდებარეობს და მასზე უკრაინას იერიში აქამდე რამდენჯერმე მიუტანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს