რუსეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა ყველაზე გრძელ გვირაბში გაჩენილ ხანძარს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, სევერომუისკის გვირაბში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ტელეკომპანია CNN-ისა და უკრაინული მედიის წყაროები აცხადებენ, რომ ხანძარი უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიის შედეგი უნდა იყო. თავდაპირველად, ს რკინიგზამ ინციდენტი ელექტრო გაყვანილობაზე მომხდარ მოკლე ჩართვას მიაწერა.

სევერომუისკის გვირაბი არის ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი რუსეთში, რომლის სიგრძეც 15,343 მეტრს შეადგენს. ხანძარი ბურიატიაში, გვირაბის იტიკი-ოკუსიკანის მონაკვეთზე 29 ნოემბერს, მოსკოვის დროით 17:20 საათზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ სატვირთო მატარებლების მოძრაობა ბაიკალ-ამურის მაგისტრალის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე გადავიდა.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობებს გაზეთი “კომერსანტი” და საიტი “ბაზა” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. გაზეთის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ გვირაბში საწვავის ავზის ქვეშ მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას