რუსეთში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე ქარხანა “არდში“ აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადა ერთ-ერთ საამქროში მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა.
გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზეა აღძრული. ინციდენტის მიზეზები დგინდება.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მუშებმა მილების გაჭრისას უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს.
ქარხანა “ავანგარდი“ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხს“ ეკუთვნის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანია ევროკავშირის, ასევე შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.