რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს დაღესტნელი მოზარდი

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის სასამართლომ დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრებ 16 წლის მოზარდს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ადგილობრივ სამხედრო აეროპორტში Su-34-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით.
ინციდენტი 4 იანვარს მოხდა. როგორც უკრაინის დაზვერვა მაშინ აცხადებდა, თვითმფრინავი სრულად განადგურდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, მოზარდი – რომლის სახელს არ აკონკრეტებენ – მონაწილეობდა დაღესტნის რკინიგზაზე ხანძრის გაჩენის რამდენიმე ინციდენტში, რომლებიც უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ