რუსეთში პოლონეთის ელჩს თავს დაესხნენ

რუსეთსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში „აქტივისტების ჯგუფი“ დაუპირისპირდა პოლონეთის ელჩს რუსეთში, კშიშტოფ კრაევსკის.
ელჩი, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პეტერბურგში ადგილობრივ პოლონელებთან შესახვედრად იყო ჩასული. პოლონური მედიის ინფორმაციით, როდესაც კრაევსკი კონსულთან ერთად პოლონურ ეკლესიაში წირვაზე მიდიოდა, მას რუსი „აქტივისტების“ აგრესიული ჯგუფი გარს შემოერტყა.
მათ ეჭირათ პლაკატები ანტი-პოლონური და ანტიუკრაინული ლოზუნგებით და პოლონეთს ში იარაღის გაგზავნის გამო აკრიტიკებდნენ.
„თავიდან ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, თუმცა შემდეგ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენების აშკარა მცდელობას. საჭირო გახდა ელჩის დაცვის ჩარევა“, — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისი თქმით, დიპლომატს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
თავად კრაევსკი იუწყება, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება მოსკოვის გარეთ პოლონურ თემთან შეხვედრების დროს. მაგალითად, მას სმოლენსკსა და ირკუტსკში დახვდნენ „აქტივისტები“, რომლებიც ანტი-პოლონურ ლოზუნგებს ყვიროდნენ. მას ასევე არაერთხელ მიმართავდნენ უცნობი პირები, რომლებიც ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს და პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ.
15-16 ნოემბერს პოლონეთში ვარშავა-ლუბლინის რკინიგზის ხაზზე, რომელიც უკრაინის საზღვრამდე მიდის, დივერსიის ორი აქტი მოხდა. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ დივერსიაში უკრაინელები მონაწილეობდნენ, რომლებიც ს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. 19 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გდანსკში, ს ბოლო გენერალური საკონსულო დახურა და დარჩა მხოლოდ საელჩო ვარშავაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება