რუსეთში, ოფისის გადაწვის ბრალდებით, მამაკაცს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ორშაბათს, ს სასამართლომ, ადგილობრივ მცხოვრებ მამაკაცს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი რამდენიმე ბრალდებითაა განსაზღვრული, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატისა და სამხედრო კომისარიატის ოფისის დაწვის მცდელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ნოვოსიბირსკის სამხედრო სასამართლოს პროკურორებმა ილია ბაბურინი დაადანაშაულეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილით ცდილობდა სამხედრო ოფისის გადაწვას, “უკრაინიდან უცნობი პირის ბრძანებით”.
სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ ცნო ადგილობრივი მუსიკალური სკოლისთვის ცეცხლის წაკიდებაში. სასამართლომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.
რუსული დამოუკიდებელ მედიის ცნობით, 24 წლის ბაბურინი IT სპეციალისტია და ის ბრალდებებს უარყოფს.
რუსეთის იურიდიული ასოციაცია ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბაბურინი მონაწილეობდა იმ ინციდენტებში, რომლებსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“არა, მას არავინ მოუკლავს, არ გაუპატიურებია და არც გაუძარცვავს. საბრალდებო დასკვნის მიხედვითაც კი, მისი ქმედებებით არავინ დაშავებულა”,- ამბობენ ასოციაციაში.
რუსული უფლებადამცველი ჯგუფის OVD-Info-ს ცნობით, რუსეთში, ში ომის დაწყების შემდეგ, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, 20 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ დაუშვილი – შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში – „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია და ამის შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის, „ახლებთან“ გაერთიანებასაც არ ვაპირებთ

გენპროკურორობის კანდიდატი იაგო ხვიჩიას – გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი მოწოდებისთვის, რომ მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ წავიდნენ, ასევე, დავიჭერდი ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების გამოცხადებისთვის