რუსეთში ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძარს მეხუთე დღეა ვერ აქრობენ

რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.
სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის განმარტებით მიმდინარეობს “საწვავის კონტროლირებადი წვა”.
ნავთობბაზაზე ხანძარი 5 დღის წინ, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ დაიწყო.
ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაიღუპა სამაშველო სამსახურის 2 თანამშრომელი.
ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა