რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლები აიყვანეს

რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც როსტოვის ოლქში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწესებულების თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“როსტოვის ოლქში მდებარე, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გავათავისუფლეთ მძევლად აყვანილი თანამშრომლები, განხორციელდა დამნაშავეების ლიკვიდაცია”. – წერია განცხადებაში.
როსტოვის ოლქში პატიმრების მიერ მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 ივნისს დილის საათებში გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული პირები ტერორიზმის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.