რუსეთის ამურის ოლქში ჩამოვარდა ავიაკომპანია „ანგარის“ სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, 49 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩენსკი-ტინდას რეისს ასრულებდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა ქალაქ ტინდას აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში. ამ რაიონში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.
ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟმა თვითმფრინავის ცეცხლმოკიდებულ კორპუსს მიაკვლია.
ამურის ოლქის გუბერნატორ ვასილი ორლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.
ფორუმი
