რუსეთში ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.
როგორც BBC-ი წერს, ექსპერტები ვულკანის გააქტიურებას გასულ კვირას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას უკავშირებენ.
მათივე ცნობით, კამჩატკაზე მდებარე ვულკანის კრატერიდან ღამით ამოსულმა ფერფლმა ექვს კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დასახლებულ პუნქტებს სტიქიის გამო საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან რამდენიმე საათის წინ რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ექსპერტები თვლიან, რომ ორივე მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გასულ კვირას იმავე რაიონში მომხდარ 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრასთან, რომელმაც ცუნამის წარმოქმნის ალბათობა გამოიწვია.
