რუსეთში ისევ იწვის ნავთობის რეზერვუარები

გამთენიისას აფეთქებები იყო ს როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში. რეგიონის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს. გოლუბევის წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის ფართობი 5 000 მ³-ია. ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო მატარებელსაც იყენებენ.
როსტოვის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ. მხოლოდ 14 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ როსტოვის ოლქში 70 დრონი მოიგერიეს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს