რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამჯერად ზაბაიკალის რეგიონში “ანტონოვ An-2”-მა “მკვეთრი დაჯდომა” განახორციელა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
Telegram-არხ BAZA-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ეკუთვნოდა არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის ნებაყოფლობით საზოგადოებას (ДОСААФ) და მისი ბორტზე იმყოფებოდა 11 ადამიანი.
შემთხვევა აფრენიდან სულ რაღაც 16 წუთში მოხდა. ბორტზე იმყოფებოდა 10 პარაშუტისტი და ეკიპაჟის ერთი წევრი. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. ხანძარი არ გაჩენილა. შემთხვევის ადგილზე ამჟამად 37 ადამიანი მუშაობს.
