რუსეთში ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ

ს ხელისუფლებამ მოსკოვის აეროპორტში შეერთებული შტატების მოქალაქე ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა, – იუწყება Mash, “ტელეგრამის” არხი, რომელიც ინფორმაციას ხშირად რუსული უსაფრთხოების სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვმა გაათავისუფლა მარკ ფოგელი, ამერიკის სკოლის მასწავლებელი, რომელსაც 14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რუსეთში მარიხუანის შეტანის გამო. ფოგელის გათავისუფლება მოხდა ალექსანდრ ვინიკის სანაცვლოდ, რომელიც ამერიკაში ფულის გათეთრების ბრალდებით იხდიდა სასჯელს.
Mash-ის ცნობით, შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელსაც მხოლოდ ინიციალებით – K. Byers – მოიხსენიებენ, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს.
თუ სასამართლო მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს, მას შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. “ტელეგრამის” არხის ცნობით, მის ბარგში ნახევარი კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.
“როიტერთან” საუბრისას მოსკოვში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა: “კონფიდენციალურობის გამო, ამ ეტაპზე კომენტარი არ შეგვიძლია.”
ამერიკის მოქალაქეები რუსეთში არაერთხელ დაუკავებიათ ნარკოტიკების მოხმარების ან გადატანის ბრალდებით. 2022 წელს კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუსეთში მარიხუანის ზეთის შეტანისთვის დააკავეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, იგი პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი